ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაორმაგების გამო თურქეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ პასუხს გასცემს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეფასებით, ოფიციალური ვაშინგტონის ცალმხრივმა ქმედებებმა ანკარას შესაძლოა ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების მოძებნა აიძულოს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიოს მაშშტაბით ბოროტება მძვინვარებს, აშშ-ს, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მოკავშირის, ცალმხრივი ქმედებები თურქეთთან მიმართებაში ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ვიდრე გვიან არ არის, ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას მცდარ მსჯელობაზე და გაიაზრონ ის, რომ თურქეთს ალტერნატივებიც აქვს. ცალმხრივი ქმედებები და უპატივცემულობა ჩვენგან ახალი მეგობრებისა და მხარდამჭერების ძებნას მოითხოვს“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
„თუ აშშ არ დაიწყებს თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და არ დაამტკიცებს, რომ გააზრებული აქვთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას, ჩვენი პარტნიორობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს“, – აცხადებს თურქეთის ლიდერი.
ვაშინგტონთან დაპირისპირების ფონზე თურქული ლირა დოლართან მიმართებით ერთ დღეში 20 პროცენტით გაუფასურდა.