სირიაში იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა – აქედან 12 ბავშვია.
შემთხვევა იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა. იარაღის საწყობის აფეთქებამ, რომელიც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა, სრულიად გაანადგურა 2 შენობა.
დაშავებულია 40-ზე მეტი ადგილობრივი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები