კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. 6,3 მაგნიტუდის ბიძგები ისევ კუნძულ ლომბოკზე დაფიქსირდა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიწისძვრამ უკვე ორჯერ დააზარალა.
სეისმოლოგების განცხადებით, ბიძგები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
ადგილობრივები პანიკამ მოიცვა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
5 და 10 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრების გამო ლომბოკზე 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები