BBC -ს ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიაში 45 წლის ქალს ნიანგი დაესხა თავს და მოკლა.
პოლიციამ მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ უბედური შემთხვევა ორშაბათს დილით, კურორტ ლაგუნზე მოხდა.
მსხვერპლი ადგილობრივი კასანდრა კლაინია. ის მას შემდეგ დაიღუპა რაც სამაშველო სამსახურმა წყლიდან ამოიყვანა.
თვთმხილველების განმარტებით, 2.4 მეტრი სიგრძის ნიანგი ქალს მას შემდეგ დაესხა თავს, რაც მან თავისი ძაღლის დაცვა სცადა.
კომენტარები