აზერბაიჯანში გერმანელი დეპუტატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა “ბილდტი” ავრცელებს.
ალბერტ ვაილერს, რომელიც გერმანიის კანცლერის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ანგელა მერკელის დელეგაციის ერთ-ერთი წევრია, აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალეს.
ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ალბერტ ვაილერი 2014-2016 წლებში მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ელჩთან ამ საკითხზე უშედეგოდ დასრულდა, რადგან გადაწყვეტილება ხელისუფლების უმაღლეს დონეზე იყო მიღებული.
კომენტარები