კატალონიაში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ. შემთხვევა ბარსელონის მახლობლად მდებარე ქალაქში მოხდა. შენობაში დანით შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა და ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.
თავდამსხმელს მორიგე ოფიცერმა ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
თავდამსხმელი წარმოშობით ალჟირელი აღმოჩნდა, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს.
კომენტარები