14 აგვისტოს დაკარგული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია.
African News-ის ინფორმაციით, გემი მრავალეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა კონგოში აღმოაჩინა.
121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.
კომენტარები