ბელგიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს, რომლებსაც შეფუთვაზე რუსეთის მმართველი პარტიის ლოგო ჰქონდა დატანილი.
ოპერაცია ქალაქ გენტის პორტში ჩატარდა.
პოლიციამ სამი კონტეინერი დააკავა, რომლებიც ორი ტონა ნარკოტიკული ნივთიერებით იყო დატვირთული. მათი ღირებულება 100 მილიონი ევროს აჭარბებს.
გავრცელებული ცნობით, ტვირთი ბელგიაში ბრაზილიიდან ჩაიტანეს.
კომენტარები