ნიუ-იორკის აეროპორტში დუბაიდან ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება არ მისცეს.
კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება აეროპორტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრები შეუძლოდ გახდნენ.
თავი ცუდად 100-მდე ადამიანმა იგრძნო, ნაწილს მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა, რის გამოც მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ბორტზე სულ 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო თვითმფრინავი ტერმინალიდან მოშორებით გადაიყვანეს, დაწყებულია გამოძიება.
გავრცელებული ცნობით, ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მგზავრების ნაწილი მექაში იმყოფებოდა, სადაც ამ დროისთვის გრიპის ვირუსია გავრცელებული.
კომენტარები