იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაფიქსირდა 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები, რომელიც თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერმა ბიძგებმა სტიქიის ზონაში მეწყერი გამოიწვია და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა.
დაზიანდა ტაძრები და ელექტროსადგურიც, რომელიც კუნძულის მოსახლეობის ნახევრის მომარაგებას უზრუნველყოფდა.
ელექტროენერგიის გარეშე 5 მილიონზე მეტი აბონენტია დარჩენილი.
ძლიერი მიწისძვრის გამო ჰოკაიდოს გუბერნატორმა რუსეთში ვიზიტი გადადო, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჯერჯერობით გეგმა არ შეუცვლია. სინძო აბე რუსეთში 10 სექტემბერს უნდა ჩავიდეს.
კომენტარები