თურქეთში, ანტალიას პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კუმლუჯადან 65 კილომეტრში დაფიქსირდა, მიწისძვრის კერა კი 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები