კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი ბარ ბონენი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ისრაელის მოქალაქე ბარ ბონენი, რომელიც „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცრის თანამდებობას იკავებდა, კიევის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. პოლიციის ოფიციალური ვერსია „თვითმკვლელობაა“.
ვწუხვართ მეგობრისა და თანამოაზრის გარდაცვალების გამო. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება, ვინაიდან ბარი თავს არ მოიკლავდა. გამოძიების ვერსიას არაერთი ფაქტი ეწინააღმდეგება, ამიტომ სამართლიანობის იმედი გვაქვს“, – წერს მამულაშვილი.
კომენტარები