შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი შტორმია. დარტყმა სტიქიამ უკვე მიაყენა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში მდებარე ზღვისპირა დასახლებებს.
ქარიშხალს ძლიერი წვიმაც ახლავს. ქარის სიჩქარე 100 კილომეტრს საათში აღწევს. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები რეგიონის რამდენიმე ქალაქში.
ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი 100 ათასზე მეტი ოჯახი. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას, რომელიც ევაკუაციის შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილა, რეგიონის მასშტაბით მოწყობილ თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.
კომენტარები