ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ “ფლორენსის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.
ყველაზე მეტი ადამიანი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში დაიღუპა. სტიქიური უბედურების ზონაში მილიონამდე ადამიანი ელექტროენერეგიის გარეშეა დარჩენილი.
ტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ბოლო ერთ დღეში მაშველებმა 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ამ დრომდე რჩება 300-ზე მეტი პირი, რომლებსაც დაუყოვნებელი ევაკუაცია ესაჭიროებათ.
საფრთხეშია ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, მერილენდი, ვირჯინია და ვაშინგტონი. 11 სექტემბერს ქარიშხლის გამო აშშ-ის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობას შესაძლოა „კატასტროფული” შედეგები მოჰყვეს.
კომენტარები