სოლსბერის რესტორანში მოწამლული წყვილის ვინაობა ცნობილი ხდება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 16 სექტემბერს რესტორან “პრეზოში” ყოფილი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ქალიშვილი – მოდელი ანა შაპირო და მისი ბრიტანელი მეუღლე ალექს კინგი მოწამლეს.
30 წლის ანა შაპირო, რომელიც ამჟამად ისრაელის მოქალაქეა, დარწმუნებულია, რომ კრემლი მას ბრიტანელ აგენტად მიიჩნევს და ის ვლადიმერ პუტინის დავალებით რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს. საწამლავის სახით კი მღრღნელების საწინააღმდეგო წამალი გამოიყენეს.
ანა შაპირო კლინიკიდან მალევე გამოწერეს, მისი მეუღლე კი ამ დრომდე სოლსბერის კლინიკაში იმყოფება. 42 წლის ალექს კინგის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
კომენტარები