ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიის დაწყება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამის შესახებ Hill.TV-სთან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა ახლო აღმოსავლეთში ჯარის შეყვანა იყო, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა განახორციელა. შესაძლოა, ობამას მიერ ამ ჯარის გამოყვანაც მცდარი ყოფილიყო, მაგრამ ბუშის გადაწყვეტილება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამ სამხედრო კამპანიაზე აშშ-მ 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა, ორივე მხრიდან კი მილიონობით ადამიანი დაიღუპა.
„ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. დიახ, ჩვენ გვქონდა სამოქალაქო ომიც, მაგრამ სამოქალაქო ომი ეს სამოქალაქო ომია. ეს სულ სხვა საკითხია“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
კომენტარები