ჰოლანდიაში ავარიას ოთხი ბავშვი ემსხვერპლა. ინციდენტი გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ოსში მოხდა.
სამგზავრო მატარებელი ელექტრო-ველოსიპედს დაეჯახა, რომლითაც ბავშვები ბაღიდან სკოლაში გადაჰყავდათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა რკინიგზის სადგურთან ახლოს გადასასვლელზე მოხდა. ოთხივე ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარები