გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 37 წლის მაია ოთინაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ყველაფერი კეთდება საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„2018 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – განუცხადეს „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.
სუს-ი: ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 37 წლის ქალის გასათავისუფლებლად ყველა საშუალებას ვიყენებთ
02.10.2018 13:35:43
ნანახია: 739 ჯერ
