ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ სპეციალურ ბრიფინგზე მისი მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
სალაყაია ამბობს, რომ მას მეუღლის მონახულების საშუალება არ ეძლევა. თაკო სალაყაიას თქმით, მერაბიშვილის ნახვის თაობაზე შესაბამისი განცხადებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართა, თუმცა განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის.
“ძალიან ადვილია ვიზუალურად შეამჩნიო, რაც სჭირს ვანოს. კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფებული არ არის. ადვოკატმა შეიტანა ეს განცხადება, რომ უნდა მოვინახულოთ და არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ჯერჯერობით. ოჯახთან არასდროს ყოფილა შეთანხმებული მისი ციხიდან რომელიმე ჰოსპიტალში გადაყვანა. ამაზე ტელევიზიის ან ადვოკატების მეშვეობით ვიგებდით. მკურნალობენ, თუმცა დიაგნოზი დასმული არ არის. ხუთი გამოკვლევის შემდეგ არის მხოლოდ სიმპტომატური, უშედეგო მკურნალობა ჩატარებული“, – აღნიშნა თაკო სალაყაიამ.