სომხეთში რეგლამენტში ცვლილებების მოწინააღმდეგეებმა, პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ორშაბათს დეპუტატებმა რეგლამენტში მიიღეს ცვლილება, რომლის თანახმადაც თუ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ის გადაიდება. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია, თუ მთავრობის მეთაური გადადგება და ახალ მეთაურს ორ სხდომაზე ვერ აირჩევენ.
ახალი ცვლილებებით, სხდომების გადადება უვადოდ ხდება შესაძლებელი და პარლამენტის დათხოვნა ამ შემთხვევაში არ განიხილება.
ამასთან, პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა უკვე განაცხადა, რომ ის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დეკემბერში გეგმავს.
მრავალრიცხოვან აქციაზე პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იმყოფება.
კომენტარები