ვაშინგტონში აქციის მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ ბრედ კავანოს კანდიდატურის გაუქმებას და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
გავრცელებული ცნობით, პოლიციასთან შეტაკებების გამო პროტესტის გამო ასობით ადამიანი დააკავეს.
გუშინ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანას ბრალეულობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიჩმაკკონელმა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშის გაცნობის შედეგად განაცხადა.
ამის გამო ვაშინგტონში და ასევე ნიუ-იორკში „ტრამპ თაუერთან“ გასაპროტესტებლად ხალხი შეიკრიბა.
გამოძიების შედეგებს არ ეთანხმება დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ჩაკ შუმერი ჩატარებულ მოკვლევას „არასაკმარისად“ აფასებს. მისი თქმით, დადასტურდა დემოკრატების ვარაუდი, რომ გამოძიება იქნებოდა ძალიან შეზღუდული.
საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.