ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი კრიტიკის ობიექტი გახდა. ამჯერადაც ამის მიზეზი მისი ჩაცმულობაა. ამის შესახებ USAtoday წერს.
საქმე ისაა, რომ აფრიკული ტურნეს ფარგლებში თეთრი სახლის დიასახლისმა თეთრი სამოსი მოირგო. კენიაში ის თეთრი ფერის პერანგითა და ქუდით ჩავიდა. მედიისა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის აზრით, ეს არის ევროპული კოლონიზაციის სიმბოლო და აფრიკელების ექსპლუატაციის ასოციაციას იწვევს.
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა აფრიკაში ვიზიტისას მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით კრიტიკას უპასუხა.
„ჩემი სურვილია, ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა იმას, თუ რა მაცვია“- განუცხადა მელანია ტრამპმა ჟურნალისტებს.
მელანია ტრამპი აფრიკას 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ტურნეა. მან უკვე მოინახულა განა, მალავი, კენია და ეგვიპტე.
პირველი ლედი აფრიკის ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაეცნო და ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ასევე, მან სკოლები და თავშესაფრები მოინახულა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი აფრიკაში ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
იმედინიუსი