ამერიკელი კეტრინ მაიორგის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ ერთადერთი არ არის, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუმ ძალა იხმარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ლესლი სტოვალის მტკიცებით, მას დაურეკა ქალმა, რომლის მტკიცებით, ის რონალდუმ გააუპატიურა.
ადვოკატმა უარი თქვა ქალის ვინაობის დასახელებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიციას გადასცემს.
2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად რონალდუმ კეტრინ მაიორგი ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა. 2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგის, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.
რონალდუმ გოგოს განცხადებებს ტყუილი უწოდა: „მას ჩემი სახელის გამოყენებით სურს, რომ ცნობილი გახდეს. ასეთი სიტუაციები ჩემი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია“, – ამბობს ფეხბურთელი. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა.
4 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რონალდუ გაუპატიურების ბრალდების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს. პორტუგალიური გამოცემა O Jodo ასევე წერს, რომ რონალდუ გამოტოვებს მატჩებს იტალიასთანაც, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
იმედინიუსი