საბერძნეთში იძიებენ სამი ქალის მკვლელობის საქმეს, რომელთა ცხედრებიც მდინარე მარიცას სანაპიროზე იპოვეს. მათ დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებათ. ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულები აზიური წარმოშობის არიან, – იტყობინება ბერძნული მედია.
მათი სავარაუდო ასაკებია: 15-20 წელი, 18-25 წელი და 20-30 წელი.
სავარაუდოდ, დანაშაულის მოტივი ძარცვა არაა, რადგან ერთ-ერთ დაღუპულს ოქროს სამკაულები ისევ ეკეთა.
კომენტარები