საფრანგეთის სასამართლომ მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის წინააღმდეგ ბრალი დაამძიმა. ამის შესახებ რადიოსადგური Europe 1 იუწყება.
„პარასკევს მარინ ლე პენი ევროპარლამენტარების თანაშემწეების ფიქტიური დასაქმების საქმეზე, პარიზის პროკურატურის გამომძიებელი მოსამართლეების წინაშე წარსდგა. მისი გარემოცვის ინფორმაციით, მოსამართლეებმა წარდგენილი ბრალდებების გადაკვალიფიცირება მოახდინეს“, – იუწყება რადიოსადგური.
როგორც მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი, პარიზის პროკურატურის გამომძიებელმა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ სახელმწიფო დოტაციის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა, რაც „ეროვნულ გაერთიანებას“, სხვა პარტიების მსგავსად, ბიუჯეტიდან უნდა მიეღო. გამოძიება პარტიას ევროპული სახსრების მითვისების მიზნით ფარული სისტემის შექმნაში ადანაშაულებს.