აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის არ ენდობა მეცნიერებს, რომლებიც ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწას დიდი საფრთხით ემუქრება. ამის შესახებ BBC წერს.
ტრამპის თქმით, მეცნიერები „პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ“. მისივე თქმით, თუ რაიმე უარესობისკენ შეიცვალა, ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურის კვლავ დარეგულირება შეუძლებელია. თუმცა არ განუმარტავს, რა გზებით შეიძლება ამის მიღწევა.
გაეროს კლიმატური ცვლილებებისსამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 8 ოქტომბერს წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კატასტროფული კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 2030 წლამდე დარჩა დრო.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა „სწრაფი, უპრეცედენტო და ყოვლისმოცველი ცვლილებები ყველა სფეროში“.
2010 წელთან შედარებით, CO2-ის გამოყოფა 2030 წლითსვის 45%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი ნულამდე დავიდეს, რათა გლობალური დათბობა 1,5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს.