ქალაქ კიოლნის პოლიციის ცნობით, რკინიგზის სადგურის მახლობლად მძევლები აიყვანეს. მძევლები აფთიაქში ჰყავთ ჩაკეტილები, ხოლო შემთხვევის ადგილზე დაკვამლიანებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გერმანიის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადგილებისგან თავი შეიკავონ. ამ მომენტისთვის მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
კომენტარები