ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტადან ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებისკენ, ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაჯარტას სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა.
თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ზონაში უკვე აღმოაჩინეს თვითმფრინავის ნაწილები. ავიაკატასტროფის ზონაში მყვინთავები იწყებენ მუშაობას. თვითმფრინავი ზღვაში, აფრენიდან 13 წუთში ჩამოვარდა.
კომენტარები