თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
კომენტარები