იორდანიაში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 7 ადამიანი, ხუთს კი ამ დრომდე ეძებენ. მათი ავტომობილები დედაქალაქ ამანის მახლობლად ნიაღვარმა გაიტაცა.
სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქებს შორისაა ისტორიული პეტრაც, საიდანაც 4 ათასამდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
ზოგიერთ ადგილას წყლის დონე რამდენიმე მეტრს აღწევს. წყალდიდობის გამო ჩაიკეტა ცენტრალური მაგისტრალიც, რომელიც დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებთან აკავშირებს.
კომენტარები