ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! – ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
საყვარელიძე რუსთაველის გამზირზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
„ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. გაიხსენეთ, რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ოჯახებს მიცვალებულები არ ატირეს, ან როგორ გაანადგურეს აფრასიძეების ოჯახი სვანეთში… იქნებ კარგად დავინახოთ, რა ძევს დღეს სასწორზე. ასევე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა რთულ პროცესში ვართ – წინ გვაქვს მეორე ტური და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ზოგადად, ამაზრზენია იმის ყურება, როგორ ცდილობენ უბედურების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.