დევიდ ჰოკნის ცნობილი ნახატი “აუზი ორი პერსონაჟით ” რეკორდულ ფასად გაიყიდა. ვაჭრობა კრისტის აუქციონის სახლში გაიმართა. ტილო, რომელსაც სხვაგვარად მხატვრის პორტრეტსაც უწოდებენ, ბრიტანელმა მილიონერმა 90 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაიხადა.
“აუზი ორი პერსონაჟით” დღემდე მოღვაწე ხელოვანის მიერ შექმნილი ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა. აქამდე ეს რეკორდი ჯეფ კუნსს ეკუთვნოდა, მისი ქანდაკება 2013 წელს 58 მილიონ 400 ათას დოლარად გაიყიდა.
კომენტარები