მექსიკაში ნარკობარონი ჰეკტორ ბელტრან ლეივა გულის შეტევით გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მექსიკის შს სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 56 წლის ბელტრან ლეივა მკერდის არეში მწვავე ტკივილებით “ალტიპლანოს” ციხიდან ქალაქ ტოლუკას საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები