ჩიკაგოში საავადმყოფო Mercy-ში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის არიან: პოლიციელი, ექიმი, საავადმყოფოს კიდევ ერთი თანამშრომელი და თვითონ თავდამსხმელი.
მსროლელი 32 წლის ხუან ლოპესი იყო, ექიმი ტამარა ო’ნილის ყოფილი საქმრო, რომელიც სასწრაფო დახმარების დეპარტამენტში მუშაობდა. პოლიციაში განაცხადეს, რომ პირველი სროლა გაჩერებასთან გაისმა, სადაც ო’ნილმა კაცს ცოლობაზე უარი უთხრა და ლოპესმა მას ტყვია დაახალა.
მოგვიანებით ლოპესი საავადმყოფოში შეიჭრა, გახსნა ცეცხლი და შემდგომ კი თვითონვე დაიღუპა, თუმცა უცნობია პოლიციასთან შეტაკების დროს, თუ თვითმკვლელობისას.
კომენტარები