საერთაშორისო ორგანიზაცია, ინტერპოლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მას სათავეში კორეელი კიმ ჩონ იანი ჩაუდგება.
მის კანდიდატურას ინტერპოლის წევრმა 194-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. არჩევნები დუბაიში გამართული კონგრესის ფარგლებში გაიმართა.
კიმ ჩონ იანმა, რუსი კონკურენტი ალექსანდრე პროკოპჩუკი დაამარცხა. იგი 2016 წლიდან ინტერპოლის ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. პროკოპჩუკისკანდიდატურის დაყენებაზე შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები წინააღმდეგ წავიდნენ. რადგან იგი რუსეთის წარმომადგენელი კანდიდატი იყო.
პროკოპჩუკი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.
კომენტარები