ამერიკელმა პოლიციელებმა შეცდომით უდანაშაულო ადამიანს ესროლეს. ინციდენტი ქალაქ გუვერის სავაჭრო ცენტრში მოხდა. შავი პარასკევის გაყიდვების დროს, მოლის ტერიტორიაზე დაუდგენელმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 2 ადამიანი დაჭრა. გასროლის ხმაზე ადგილზე პოლიცია მივიდა და საპასუხო ცეცხლი გახსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამართალდამცველებმა შეცდომა დაუშვეს და დამნაშავეს ნაცვლად რიგით მომხმარებელს ესროლეს. მსროლელმა კი გაქცევა მოახერხა. მას ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები