დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის ახალი უფროსის ვინაობა დაასახელა.
თანამდებობაზე ჯონ კელის მიკ მალვეინი შეცვლის, რომელიც ადმინისტრაციის საბიუჯეტო განყოფილებას ხელმძღვანელობს.
51 წლის მალვეინი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ახალი წლის შემდეგ შეუდგება და პარალელურად ძველ პოსტსაც შეინარჩუნებს.
დონალდ ტრამპმა გენერალ კელის გაწეული სამსახურისთვის მადლობა ტვიტერის ქსელში გადაუხადა და მას “დიდი პატრიოტიც” უწოდა.
ადმინისტრაციის ახალი უფროსის დასახელებამდე მედიაში რამდენიმე კანდიდატურის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი იყო.
კომენტარები