ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ როგორც „წესიერ ადამიანს შეეფერება“, ოდესმე აუცილებლად დაქორწინდება. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
პუტინს დაქორწინებასთან დაკავშირებით კითხვა Life-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
იგივე კითხვა რუსეთის პრეზიდენტს 2014 და 2016 წლებშიც დაუსვეს. პირველ ჯერზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როდის ეყოლებოდა ქვეყანას პირველი ლედი.
„ჯერ ჩემი ყოფილი ცოლი ლიუდმილა ალექსანდროვნა უნდა გავათხოვო, შემდეგ კი საკუთარ თავზეც ვიფიქრებ,“ – განაცხადა მაშინ პუტინმა.
კომენტარები