გერმანიის რამდენიმე რეგიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ოთხ სავარაუდო ტერორისტს ეძებენ, რომლებსაც ქვეყნის აეროპორტებზე თავდასხმა აქვთ დაგეგმილი.
ინფორმაცია ტერაქტებისა და მათი შემსრულებლების შესახებ გერმანულ მხარეს მაროკოს სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. მათი ცნობით, ევროპაში გადაადგილდება დაჯგუფება, რომელიც შობის დღეებში გერმანიისა და საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონებში თავდასხმებს გეგმავს. საეჭვო პირები შენიშნეს პარიზისა და შტუდგარტის აეროპორტებში, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო.
სპეცსამსახურებმა გერმანიის 14-ტ აეროპორტში კონტროლი უკვე გააძლიერეს.
კომენტარები