საქართველოს პარლამენტის წევრების დაკავება შეუძლებელია, რადგან მათ იმუნიტეტი იცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.
გახარიას თქმით, დეპუტატი ნიკა მელია დეპუტატის იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს.
„ნიკანორ მელია იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს და ეს ახლა აშკარად ჩანს, თუმცა იქ, სადაც გადაცდომა იქნება, ეს გადაცდომა ჩვენ დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით, ადმინისტრაციულ გადაცდომას ვხედავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
კომენტარები