ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს. 745 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დანგრეულია სახლები, დაზიანებულია გზები, დატბორილია სახნავ სათესი მიწები.
ამჟამად დაზარალებულ რეგიონებში მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები გადარჩენილებს ეძებენ.
ძლიერი სტიქია ინდონეზიას გუშინ ღამით დაატყდა თავს.
კომენტარები