შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ძლიერი დიდთოვლობაა, სამხრეთ-აღმოსავლეთში კი წყალდიდობას ებრძვიან.
ძლიერი თოვისა და ყინვების გამო ნებრასკა, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას შტატები, მინესოტა, ფაქტობრივად, პარალიზებულია, კანზასში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
გადაიდო ათასობით ავია და სარკინიგზო რეისი, რის გამოც საშობაოდ დასასვენებლად წასული ტურისტები სახლებში ვერ ბრუნდებიან.
მძიმე მდგომარეობაა მისისიპიში და ლუიზიანაში, სადაც ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა, დაიტბორა დასახლებები.
რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
კომენტარები