გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ყოველწლიურ მიმართვაში გერმანელ ხალხს ერთიანობისა და სხვისი ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია 2019 წელს საკუთარ თავზე უფრო მეტ საერთაშორისო პასუხისმგებლობას აიღებს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ძველი ნდობა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
2018 წელს ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი რამდენჯერმე ერთმანეთს საგარეო და საშიანო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.
“ჩვენ ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, – თქვა მერკელმა და ამ კონტექსტში გლობალური დათბობა, ტერორიზმი და მიგრაცია დაასახელა, რომელსაც მერკელის თქმით, ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება.
მერკელი, რომელიც თანამდებობის დატოვებას 2021 წელს აპირებს, აცხადებს, რომ გერმანიამ უნდა გაზარდოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ოდენობაც.