მოსკოვში ახალი წლის ღამეს ხიდის ჩანგრევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის. მოსკოვის მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს მოსკოვში, გორკის პარკში ჩამოსაკიდი ხიდი ჩამოინგრა. ჩამონგრევის დროს ხიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ხიდი კონსტრუქციის გაუმართაობის გამო ჩამოინგრა.
კომენტარები