„გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე ფრაქციის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
„პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული დეტალები ფრაქციაზე იქნება განხილული. გუნდის მთავარი წესი – გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს. ამიტომ გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.
კომენტარები