„იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა პროცედურული დარღვევებით მის არჩევას უკავშირდება და აქედან ტრაგედიას ნუ შევქმნით“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა მოხდა იმიტომ, რომ მისი არჩევა მოხდა პროცედურული დარღვევებით. ასევე, პოლიტიკურადაც შეუთანხმებელი იყო ეს საკითხი. მოდით, აქედან ნუ შევქმნით ტრაგედიას. ეს იყო ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, რომელიც მოხდა დარღვევით და ამ დარღვევას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. მეტი აქ არაფერი არ მომხდარა. დღესდღეობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დავით მათიკაშვილია”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომენტარები