აშშ-მ სირიიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეარხ Newsmax-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „აშშ განაგრძობს კამპანიას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“.
მაიკ პომპეომ არ დააზუსტა თუ რა ვადაში მოხდება სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანა.
„ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას ჯარების გაყვანის ვადებზე. არ მინდა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ თუ როდის დავტოვებთ სირიას“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა სირიაში რელიგიური უმცირესობების დაცვის მნიშვნელობა და რომ დაუშვებელია თურქულ და ქურთულ ძალებს შორის შეტაკება.
კომენტარები