დიეგო მარადონა, რომელმაც მექსიკური „დორადოსის“ წინასეზონური შეკრების დასაწყისი გააცდინა, კლუბში ბრუნდება. ამის შესახებ მისმა აგენტმა მითიას მორლამ Twitter-ზე დაწერა.. როგორც ირკვევა, 58 წლის არგენტინელმა სამშობლოში სამედიცინო კვლევა ჩაიტარა.
29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „დორადოსმა“ წინასეზონური შეკრება მარადონას გარეშე დაიწყო. მას კლუბში 26 დეკემბერს ელოდნენ.
კომენტარები