პოლონეთის სპეცსამსახურმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ჩინელი ბიზნესმენი დააკავა. მასთან ერთად პოლონეთის მოქალაქეც დააპატიმრეს. გავრცელებული ცნობით, ორივე კომპანია ჰუავეის თანამშრომელია.
მათ ბრალი უკვე წაუყენეს და სამთვიანი წინასაწრი პატიმრობაც შეუფარდეს.
პოლონური მედიის ინფორმაცით, დაკავებული პოლონელი წლების წინ ქვეყნის უშიშროების სამსახურში მუშაობდა და კორუფციის გამო დაითხოვეს.
ჰუავეი დასავლეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ერთი თვის წინ მოექცა, როდესაც მისი დამფუძნებლის ქალიშვილი კანადაში ამერიკელების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ და შეერთებულ შტატებში ექსტრადირება ემუქრება.
კომენტარები