საპროტესტო აქცია ათენში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბერძნეთის დედაქალაქის სკოლების მასწავლებლები დასაქმების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გაფიცულმა პედაგოგებმა პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს და მათ ქვები დაუშინეს.
პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში სამი ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.
კომენტარები